შვეიცარიის პროკურატურამ, "პარი სენ ჟერმენის" ყატარელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ინფორმაციით, "სენ ჟერმენის" 46 წლის პრეზიდენტი ფიფას ყოფილ გენერალურ მდივანს ჟერომ ვალკეს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა.
სანაცვლოდ ყველაზე დიდმა ყატარულმა სპორტულმა ტელეკომპანიამ, რომლის ხელმძღვანელი ნასერ ალ ხელაიფია, 2018, 2022, 2026 და 2030 წლების მსოფლიო თასის ტრანსლირების უფლება საეჭვოდ ბევრ ქვეყანაში მოიპოვა.