25 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში ისევ დაეხმარება

რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში ისევ დაეხმარება - ინფორმაციას ამერიკული გამოცემები სადაზვერვო სამსახურში მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

New York Times-ის და CNN​-ის სტატიებში ნათქვამია, რომ საკითხი შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა, რამაც პრეზიდენტ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მედია ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს.

სტატიებში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არჩევნებში ჩარევისთვის სოციალურ ქსელებს გამოიყენებენ, სადაც დეზინფორმაციას თავად ამერიკელები გაავრცელებენ.

დღის ამბები