07 აპრილი 2020,   22:50
ვრცლად
ოპოზიცია რას ამბობს საინტერესო არ არის, ელჩები სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში ჩვენს ქვეყანას უნდა გამოადგეს - მდინარაძე ახლადდანიშნულ ელჩებზე

ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს სამი ახალი ელჩის დანიშვნის საკითხზე მმართველ გუნდში სამივე კანდიდატის კომპეტენტურობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძისთვის, ოპოზიციის განცხადებები ახლადდანიშნული ელჩების შეფასების შესახებ, ნაკლებად საინტერესოა, რადგან თვლის, რომ სამივე კანდიდატი ღირსეული და პროფესიონალია.

"ოპოზიცია რას ამბობს აქ საინტერესო არ არის, აქ საინტერესო არის დაინიშნა თუ არა კონკრეტულ თანამდებობებზე და გამწესდა თუ არა, ჩვენგან კონკრეტულ პოზიციებზე ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები, რაც მთავარია. ერთისაც და მეორესაც, იზორიასაც და ქაცარავას, ორივეს აქვს უდიდესი გამოცდილება და მთავარი ამოსავალი წერტილი იცით რა არის? ეს ხალხი უნდა გამოადგეს წარმომადგენლებად და ელჩებად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში ჩვენს ქვეყანას," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები