ეროვნულმა კინოცენტრმა საზოგადოებას კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა წარუდგინა, რომელიც ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპის" მხარდაჭერით შეიქმნა.
უკვე 900 სკოლაში გაიმართა 12 000-ზე მეტი კინოჩვენება-დისკუსია. კინოსკოლებმა გადაიღეს 40-მდე ფილმი და დაწერეს არა ერთი რეცენზია. პროექტი უკვე 6 წელია წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
"აპლიკაციის განხორციელებას ჯერჯერობით საკუთარ თავზე აიღებენ ჩვენს მიერ შერჩეული სპეციალისტები, რომელთაც კინომისიონერებს ვუწოდებთ. თბილისის და დიდი ქალაქების სკოლებში ბავშვებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ კინო სპეციფიკა," - განაცხადა საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინო განათლების პროექტების მენეჯერმა თეა გაბიზაშვილმა.