19 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი, ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - გიორგი გახარია

გახდება, თუ არა კიბერთავდასხმა იმის საფუძველი, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართლებრივი ბრძოლა წამოიწყოს? - ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უპასუხებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მასშტაბურ შეტევას და პროვოკაციას.

იქამდე კი, გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი კონტროლისთვის, რომ არ მოხდეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი, მისი თქმით, სივრცე არის გლობალური გამოწვევა.

"ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი პრობლემა. 

კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა, ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და ისე მოიქცეთ. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები