20 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზი" მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ

ჭიათურაში სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მოთხოვნით გადაკეტა.

ამასთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო დირექტორმა განცხადება გააკეთა.

მერაბ ლომინაძე შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოს შესაძლებლობა მისცენ, საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს.

"პარალიზებულია საწარმოო პროცესი კომბინატში. დაახლოებით 70% მდე მოპოვებითი სამუშაოები არის შეჩერებული. ამასთან დაკავშირებით ვიღებთ შესაბამის ზომებს, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ის ეფექტი, რაც შეიძლება ჩვენს თანამშრომლებზე მოქმედებდეს და ასევე მუნიციპალიტეტზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი განიმუხტება და სიტუაციიდან გამოვალთ ყველა მხარე,"- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

დღის ამბები