25 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
ფარდულში ჩემი მიზანი გიორგი ჯანაშიას დახმარება იყო - მიხეილ კალანდია

მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 25 თებერვალს გახდება. თითქმის 6 საათიანი პროცესი უკვე დასრულებულია. მას შემდეგ, რაც სხდომაზე საბოლოო სიტყვით დაცვის მხარე წარდგა, ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ საქმეზე ისაუბრა თავად ბრალდებულმაც.

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს. ის, რაც მოხდა 2017 წელს, არის უდიდესი ტრაგედია. ყველა იქ მყოფი პირისთვის ამ ამბის გადატანა ძალიან რთულია დღემდე, მიუხედავად იმისა თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ ბავშვებს აღარაფერი ეშველებათ და ვერაფერი გააცოცხლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს.

შევეხები პოლიტიკურ თემასაც. იმ საქმეზე, რომელზეც შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ტარდებოდა აქციები. მოგეხსენებათ, მომავალი იურისტი ვარ და ჩავაბარე იურიუდიულზე იმიტომ, რომ ვნახე ის სიბინძურეები, რაც ხდება, ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. ჩემი მიზანია, ეს საქმე ჩემი ცოდნით და გამოცდილებით ბოლომდე მივიყვანო.

არავის მოსაკლავად არ მივდიოდი, სახლიდან უნარებზე მივდიოდი. მოვგვარდით, რომ უნდა შევრიგებულიყავით. სიტუაციის დაძაბვამდე არ ყოფილა ისეთი მდგომარეობა, რომ რამე დაძაბულიყო.

სარალიძედან გამომდინარე დაიძაბა და როცა დასამშვიდობებლად მივდიოდით, უაზრო კითხვები დასვა. ფარდულში ჩემი მიზანი გიორგი ჯანაშიას დახმარება იყო. ჯანაშია ფართხალებდა და მინდოდა სარალიძე მომეშორებინა სუფთა ხელებით. ჩემ წინააღმდეგ საქმე იკერება. ჩემი მიზანია ყველაფერი გავიგო. მე ვიცი, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ. ბატონო პროკურორო, თქვენ მზად ხართ, რომ ჩემი ციხეში წასვლის შემდეგ, იფიქროთ რომ უდანაშაულო ადამიანი გაუშვით ციხეში? ბატონო მოსამართლე, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმის გამო რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს.

ფარდულში მხოლოდ იმიტომ შევედი, რომ ჯანაშია გადამერჩინა, სხვა მიზეზი მე არ მქონია. ხელში არაფერი მეჭირა. მოსამართლე, გთხოვთ რომ სამართლიანი და ობიექტური იყოთ," - მიმართა მიხეილ კალანდიამ პროკურორსა და მოსამართლეს. 

გამოძიება კალანდიას ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობას ედავება.

დღის ამბები