18 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
სკოლებისთვის კინოსაგანმანათლებო ონლაინპლატფორმა შეიქმნა

ეროვნულმა კინოცენტრმა საზოგადოებას კინოსაგანმანათლებლო ონლაინპლათფორმა წარუდგინა, რომელიც ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპის" მხარდაჭერით შეიქმნა.

უკვე 900 სკოლაში გაიმართა 12 000-ზე მეტი კინოჩვენება. პროექტი 6 წელია, წარმატებით მიმდინარეობს.

კინომისიონერი თამთა ქაჯაია აცხადებს, რომ პლატფორმაზე მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, კინომიმართულებებს გაეცნონ.

"შეიქმნა პლატფორმა ინტერნეტსივრცეში, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება კინო მიმართულებებს გაეცნონ. საიტზე მითითებულია კინო ლექსიკონი და არსებობს პროგრამები, სადაც ისწავლიან მონტაჟს,"- განაცხადა თამთა ქაჯაიამ.

დღის ამბები