19 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - ღონისძიება ბათუმში

ბათუმში ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა ბათუმში. მისი მიზანი საკრებულოების ახალგაზრდა წევრთა ერთიან ფორმატში რეგულარული შეხვედრა და სხვადასხვა აქტივობასა თუ გეგმაზე მსჯელობაა, რაც თავის მხრივ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ზრდას ემსახურება.

ფორუმს დელეგატის სტატუსით ესწრებიან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21 წლიდან 29 - წლამდე წევრები. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრნენ.  

"საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული. ყველა ის ნაბიჯი, განათლების სისტემაში რეფორმა, სხვადასხვა ფორმებით ახალგაზრდების ბიზნესში ჩართულობის წახალისება, ახალგაზრდების მეცნიერული მიღწევების წახალისება - ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდები გლობალურ კონკურენციაში იყვნენ ძლიერები, სხვანაირად, ჩვენ ამ ქვეყნის მართვა გაგვიჭირდება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები