25 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
"ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობა" - გავლენიანი გამოცემები რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას გამოეხმაურნენ

მოსკოვის მხრიდან საქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმის ფაქტს, რომელიც თბილისმა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გამოიძია, სტატიები ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა მიუძღვნეს, როგორიც "ვაშინგტონ პოსტი," "ტელეგრაფი" და ფრანგული "ფიგაროა."

დასავლური მედიასაშუალებები ღიად წერენ, რომ რუსული სპეცსამსახურები რუსეთის მთავრობის დავალებით მეზობელ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ. გავლენიანმა გამოცემა "ვაშინგტონ პოსტმა" იმის დასტურად, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდასხმა საქართველოში ნამდვილად მოსკოვმა განახორციელა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის კომენტარი მოიყვანა.

რამდენიმე თვის წინ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე მასალის მომზადებისას ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იმ ქვეყნის მაგალითი მოიყვანა, რომელიც საქართველოს მსგავსად რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსგან ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლი აღმოჩდა. BBC-თან ერთად ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეგიგანტი CNN ღიად წერს, რომ კიბერთავდასხმა მოსკოვის მხრიდან ჰიბრიდული ომის ნაწილია.

გამოძიების შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ რამდენიმე თვის წინ მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოსთვის სტრატეგიულ ობიექტებზე და დამოუკიდებელ ვებგვერდებზე რუსეთის თავდაცვის უწყებამ განახორციელა, რეზონანსული განცხადებები გამოიწვია არამხოლოდ საერთაშორისო მედიაში, არამედ საერთაშორისო პარტნიორებშიც. სოციალური ქსელებისა თუ ოფიციალური ვებგვერდების მეშვეობით ოფიციალურ თბილისს დახმარება შესთავაზეს, მოსკოვს კი საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდეს როგორც მეგობარმა ქვეყნებმა, ასევე - ევროპის საბჭომ და ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემაც.

რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე კიბერთავდასხმებით მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაცია მოაწყოს, ღიად საუბრობენ მსოფლიოში ცნობილი სხვა გამოცემებიც. დასავლეთი თავის შეფასებებში თითქმის იდენტურია - ქვეყნები, რომლებისთვისაც რუსეთის აგრესიული ნაბიჯები მიუღებელია, ღიად ამბობენ, რომ რუსი ჰაკერები მეზობელ ქვეყნებს ტანჯავენ.

 

დღის ამბები