18 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
გემიდან გატაცებული მეზღვაურების ბედი - გემის მფლობელი კომპანია "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს

4 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი "ალპინე პენელოპე", საიდანაც შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მეზღვაურები გაიტაცეს, ზღვაში ლაგოსის მიმართულებით გავიდა.

გემზე ბენინში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები "კურიერს" განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ ადგილზე მისულმა ქართველმა მეზღვაურმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ახლო ტერიტორიაზე მყოფი გემების მისვლამდე თავდამსხმელებმა მეზღვაურების აყვანა მოახერხეს და ამ დრომდე მათ ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

ბოლო ინფორმაცია მეზღვაურების შესახებ ოჯახის წევრებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მიაწოდეს. გატაცებულების უსაფრთხოების მიზნით, "კურიერი" მათ ვინაობას და მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ახდენს, გატაცებულების მდგომარეობის შესახებ კი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ საუბრობს.

გემის მფლობელი ბერძნული კომპანიის ცენტრალური ოფისი "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს. კომპანიასთან კომუნიკაცია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებაში ამბობენ, რომ ქართულ მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს ყველა საჭირო რგოლთან და ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა გუშინ, გამთენიისას, მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იყო სროლა და არიან დაშავებულები. ბორტზე სულ ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს. ქართველების გარდა გატაცებულებს შორის არიან უკრაინისა და ფილიპინების მოქალაქეებიც.  

დღის ამბები