24 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
ირანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

ირანში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 15 000 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მათგან 9 ათასამდე პირის დისკვალიფიკაცია მოხდა.

საკუთარი არჩევანი ერთ-ერთმა პირველმა დააფიქსირა ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. ხამენეის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალია, რადგან არჩევნები ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება.

ირანის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ ვაშინგტონის მიერ თეირანზე დაწესებულ სანქციებს. შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში 5 ირანელი მაღალჩინოსანი შეიყვანა. გადაწყვეტილების მიზეზი ირანის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ათასობით კანდიდატის დაბლოკვა გახდა.

 

დღის ამბები