25 აპრილი 2024,   05:52
ვრცლად
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე "ინტერპრესნიუსმა" ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა. მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა - ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს. შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები