25 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
ორ ლუდში გადახდილი 3500 ლარი - რა გადახდათ დუბაიდან ჩამოსულ ტურისტებს SKY ბარში

2 ლუდში გადახდილი 3 ათას 500 ლარი, - ასე უმასპინძლეს დუბაიდან ჩამოსულ ბიზნესმენებს თბილისში. SKY კლუბი - "სამყარო შენია" - სწორედ ასე ჰქვია დაწესებულებას, სადაც შემთხვევა მოხდა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ 2 ლუდი შეუკვეთეს, თუმცა გადახდის ქვითარში, შამპანური და ღვინოც აღმოჩნდა. 

"ჩემი ორი სტუმარი, რომლებიც შევიდნენ ერთ-ერთ ბარში, მათ გადაახდევინეს 2 ლუდში და ერთ შამპანურში, რომელიც მათ არც კი შეუკვეთავთ 3100 ლარი. საქმე აღიძრა და იმედი მაქვს, ეს ტენდენცია, რომელიც ძალიან გახშირდა ჩვენს ქვეყანაში ოდესმე დასრულდება," - განაცხადა "კურიერთან" ალექსანდრე გიორგიძე.

აღსანიშნავია, რომ ტურისტს თანხა დოლარში გადაახდევინეს, რის გამოც მან კიდევ უფრო იზარალა, რადგან, როგორც ალექსანდრე გიორგიძე განმარტავს, SKY კლუბის ადმინისტრაციამ დუბაიდან ჩამოსულ სტუმრებს გადასახდელი, ისედაც არარეალური თანხა, არსებულ გაცვლით კურსთან შედარებით ბევრად განსხვავებული კალკულაციით უანგარიშეს. 

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ალექსანდრე გიორგიძე გამოკითხა, თუმცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

 

დღის ამბები