25 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
ბერნი სანდერსმა პუტინს ავტოკრატიული ბოროტმოქმედი უწოდა და რუსეთს მოუწოდა აშშ-ს არჩევნებისგან თავი შორს დაიჭიროს

ამერიკის არჩევნებს არ გაეკაროთ - ამ სიტყვებით მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა რუსეთის ხელისუფლებას და მოსკოვს მოუწოდა, ამერიკის არჩევნებისგან თავი შორს დაიჭიროს.

ვერმონტის შტატის დემოკრატმა სენატორმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ავტოკრატიული ბოროტმოქმედი უწოდა და რუსეთის ხელისუფლება ამერიკის ერთიანობის დასარღვევად ინტერნეტ პროპაგანდის გამოყენებაში დაადანაშაულა.

გუშინ ამერიკულმა მედიამ სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატების არჩევნებში ჩარევას ისევ გეგმავს

დღის ამბები