20 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
ბორჯღალოსნები ბელგიის ნაკრებს ქუთაისში უმასპინძლებენ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგიის გუნდს ქუთაისის "აია არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრის დაწყებამდე სამ საათზე ნაკლები რჩება.

მატჩამდე 1 დღით ადრე, ბელგიის ნაკრებმა და "ბორჯღალოსნებმა" "აია არენაზე" კაპიტნის ვარჯიში, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ცხრა ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება, რომელმაც რუმინეთისა და ესპანეთის დამარცხება მოახერხა, ბელგია კი ექვსი ქულით მესამეა. "შავმა ეშმაკებმა" პორტუგალიაში 17:23 წააგეს, რუსეთს კი 38:12 აჯობეს.

დღის ამბები