25 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მინსკში 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა. ბელარუსის დედაქალაქში ქართველმა ფალავნებმა 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

ოქროს მედლებს ირაკლი კუპატაძე, ბექა ბერძენიშვილი და ნინო ოძელაშვილი დაეუფლნენ. კუპატაძემ ყაზახ აიდინბაის 6:2 სძლია, ბერძენიშვილმა რუმინელ ილიე ნათეასთან უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა, ხოლო ნინო ოძელაშვილმა უკრაინელ გალინა კოვალსკას 6:3 მოუგო.

დღის ამბები