23 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - პარლამენტის ყოფილ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის აქცია გაიმართა

ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის - "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ინიციატივით, აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა  ქუთაისისთვის საბოლოო განაჩენი იქნება.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე მოძრაობამ სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა.

აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრამაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ.

აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

"გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა!"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დღის ამბები