07 აპრილი 2020,   23:52
ვრცლად
ჩოხატაურში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი სახლი დაიწვა.

მიუხედავად სახანძრო სამსახურის დროულად მისვლისა, ხის სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახლი მარგალიტაძეების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელთაგანაც სახლში მხოლოდ მამა იმყოფებოდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთებით და სამშენებლო მასალებით დაეხმარება.

დღის ამბები