20 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
დაძაბულობა სირიაში - გაერო დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით ქვეყნაში ჰუმანიტარული კატასტროფა უნდა დასრულდეს.

რეგიონში ვითარების დეესკალაციის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანხმდებიან რომ ვითარების დასარეგულირებლად და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ინტენსიური მოლაპარაკებებია საჭირო.

იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. საჰაერო შეტევებს რამდენიმე თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

დღის ამბები