30 მარტი 2020,   04:53
ვრცლად
წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე - მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონმა სიტუაციაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა

თავდაცვის ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონმა სიტუაციაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ოცეულის დონეზე გაიმართა.

დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფის შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და სამხედროებმა მათზე დაკისრებულ ამოცანებს სრულად გაართვეს თავი.

სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღებული საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.

დღის ამბები