20 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ეკლესიები, ძეგლები და ციხეები, საკუთარი ბოსტანი ჰგონია" - ლაშა ჩხარტიშვილი 

ვარძია, უფლისციხე, გრემი, უჯარმა, დავით გარეჯი- ეს იმ ძეგლების არასრული ჩამონათვალია, სადაც დამთვალიერებელს გაორმაგებული ფასის გადახდა მოუწევს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას ლაშა ჩხარტიშვილი გამოეხმაურა. ჩხარტიშვილის განცხადებით, ტურისტულ ლოკაციებზე ფასის გაორმაგება ვიზიტორების სიმცირეს გამოიწვევს.

"ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ეკლესიები, ძეგლები და ციხეები, საკუთარი ბოსტანი ჰგონია. ამის ნიშანია ის, რომ სულ უფრო მეტი ძეგლი იღუპება და სრულიად დაუსაბუთებელი საფასური ედება მას. საქმე ეხებათ ჩვენს - საქართველოს მოქალაქეებსაც, რომელთაც ისედაც ძალიან უჭირთ და თუკი მიაღწევენ ამა, თუ იმ რეგიონში ძეგლის სანახავად 10, 15 ან მეტი ლარის გადახდა უწევთ," - განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა. 

დღის ამბები