20 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
 
გარდა ამისა, დღეს იტალიის ორ რეგიონში დაავადება ერთდროულად 16 ადამიანს დაუდგინდა.
 
ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
 
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მკვლელი ვირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება.
 
შექმნილი ვითარების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება. თუმცა, პოზიტიურია გამოჯანმრთელებულთა სატატისტიკაც. ვირუსისგან უკვე 21 ათასზე მეტი პაციენტი განიკურნა.
დღის ამბები