19 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
ყველაზე ცეცხლოვანი, რიტმული და ფერდი კარნავალი - ბრაზილია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შოუს სხეულის დღესასწაულ მასპინძლობს

ყველაზე ცეცხლოვანმა, რიტმულმა, თავბრუდამხვევმა, ფერდმა და შიშველმა დღესასწაულმა ბრაზილიაში სტარტი უკვე აიღო. სამბადრომში ანუ ყოველწლიურ კონკურსში, რამდენიმე დღის განმავლობაში სამბის საუკეთესო სკოლები იღებენ მონაწილეობას. ისინი მაყურებლის მოხიბვლას მრავალფეროვანი თეატრალური დადგმებით ცდილობენ. თითოეულ პერფორმანსში 2000-მდე შემსრულებელი მონაწილეობს და მისი ხანგრძლივობა საათნახევარია. მოცეკვავეების შესრულებას სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომელიც ტრადიციულად მუსიკოსების, მსახიობებისა და მოცეკვავეებისგან არის დაკომპლექტებული.

"აღფრთოვანებული ვარ, არ ვფიქრობ, რომ ეს ღელვის შედეგია. ღმერთს ვთხოვ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს," - აცხადებს მოცეკვავე პაულა პელჩადო.

"ადრენალინის დონემ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია," - ამბობს მოცეკვავე ალინე დე ფრეიტასი.

ბრაზილიის კარნავალს სხვაგვარად სხეულის დღესასწაულსაც უწოდებენ. ფოერვერკების, ლაზერ შოუსა და ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეების საშუალებით ცეცხლოვანი ფესტივალი უფრო სანახაობრივ და მრავალფეროვან სახეს იძენს. სპეციალურად ამ დღისთვის მოცეკვავეები საგულდაგულოდ ემზადებიან. თითოეული მათგანი ცდილობს ყველაზე ექსტრავაგანტური სამოსი მოირგოს. ფესტივალზე ზოგიერთი საკარნავალო სამოსის წონა 10 კილოგრამსაც კი აღემატება.

რიო დე ჟანეიროს გარდა ფერადი კარნავალი ბრაზილიის სხვა დიდი ქალაქებშიც იმართება. სახალხო ზეიმში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ბრაზილიაში კარნავალისთვის სპეციალურად ჩასული სტუმრები. პოპულარულ ფესტივალს ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს.

"ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ქუჩის წვეულებებზე, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც აქ ვიქნები," - აცხადებს ტურისტი როზა მარია.

"ეს დიდი მოვლენაა, დიდი წვეულება სადაც ყველა ქუჩაშია. ყველანი ერთად ძალიან კარგად ვერთობით. ეს არაჩვეულებრივია," - აღნიშნავს ტურისტი ხავიერ მარტინი.

კარნავალის ისტორია სათავეს 1723 წლიდან იღებს, ზეიმი შაბათ დღეს, აღდგომამდე 40 დღით ადრე იმართება. ფესტივალზე დასასწრები აბონიმენტი კი საშუალოდ 100-დან 1500 დოლარამდე მერყეობს. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ფერადი, ემოციური და თავბრუდამხვევი შოუ 26 თებერვალს დასრულდება.

დღის ამბები