30 მარტი 2020,   04:25
ვრცლად
საჩხერეში ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კვლავ საჩხერეში, სასტუმროში არიან განთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის ​ინფორმაციით, 34 პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მაია ხელაძის თქმით, ორ მათგანს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ორკვირიან საკარანტინო პერიოდს საჩხერეში გადის. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ, სასტუმროში არიან განთავსებული. მათ შორის 24 ქალი, 8 კაცი და ორი ბავშვია.

დღის ამბები