24 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთი ნავთობის მოპოვებას გეგმავს - ინფორმაციას ჟურნალისტი ნიზფა არშბა ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთი ნავთობის მოპოვებას გეგმავს - გალის რაიონში, სოფელ ოქუმში ნავთობის მოსაპოვებლად ტერიტორია უკვე გამოყოფილია და სპეციალური ტექნიკაა შეყვანილი. ინფორმაციას ჟურნალისტი ნიზფა არშბა ინტერნეტ ქსელში ავრცელებს.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილი ნავთობის მოპოვების წინააღმდეგია, რასაც პროტესტი 2019 წელს მოჰყვა და მაშინ მოსამზადებელი სამუშაოები შეწყდა. ჟურნალისტის ინფორმაციითვე, სამუშაოები განახლდა, ადგილზე უკვე შეიტანეს საბურღი მოწყობილობა და ნავთობგადამზიდი ავზი.

დღის ამბები