19 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
2 დაღუპული და 1 მძიმედ დაშავებული - ავარია კახეთში

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.

ადგილზე დაიღუპა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი დაშავებული კი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები