თურქეთში მიწისძვრამ კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.
თურქეთ-ირანის საზღვარზე, ვანის პროვინციაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 43 დასახლებულ პუნქტში იგრძნობოდა.
მიწისძვრამ ნგრევა თურქეთის რამდენიმე სოფელში გამოიწვია.
ნანგრევებიდან მაშველებმა 5 დაშავებული უკვე ამოიყვანეს, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მიწისძვრამ შენობები დააზიანა ირანშიც, სადაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით 25 ადამიანი დაშავდა.