20 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
დონალდ ტრამპი ინდოეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ "ტვიტერზე" სახუმარო ვიდეოს ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ "ტვიტერზე" სახუმარო ვიდეოს ავრცელებს.

"მოუთმენლად ველი ინდოეთში ჩემს მეგობრებთან ვიზიტს" - წერს შტატების პრეზიდენტი.

ვიდეოში ტრამპი ინდური ფილმის -"ლეგენდის დაბადების" მთავარი გმირის როლშია, სადაც მტრებს ებრძვის და ამარცხებს. ვიდეორგოლში ნაჩვენებია მისი მეუღლე და შვილი, ასევე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდუ მოდი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინდოეთში ორდღიანი ვიზიტით 24 თებერვალს ჩავა.

 

დღის ამბები