19 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება და ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია" - გიორგი გახარია

საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალების მსხვერპლი იუნკერები გაიხსენეს თბილისში. 23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა.

ზუსტად 99 წლის წინ, 1921 წელს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს დეპუტატებმა, პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა. პრემიერმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ქვეყნის ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. საოკუპაციო ზოლს მიღმა ცხოვრობენ.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები ვინც ამ ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობენ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს რიცხვი და დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან ტრაგიკულია, თუმცა მისივე თქმით, იუნკერების არსებობა ქვეყნისთვის საამაყოა.

დღის ამბები