23 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის?! - მეუფე ნიკოლოზი

"გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? " - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გუშინ, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ".

მეუფე ნიკოლოზის თქმით კი, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა.

"რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ეს ინფორმაცია მიაწოდონ," - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები