24 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
"საქართველო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად დასავლეთს მეტ სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს " - "ფაინენშელ ტაიმსი" 

"საქართველო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად დასავლეთის მეტ სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს " - ვრცელ სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა "ფაინენშელ ტაიმსი" აქვეყნებს.

პუბლიკაციაში საუბარია შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის კონტროლის გაძლიერებაზე, ამის მაგალითად კი საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სარაკეტო კომპლექსები, ყირიმის ანექსია და გახშირებული სამხედრო წვრთნები მოჰყავს.

როგორც "ფაინენშელ ტაიმსი" წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გაზრდილი სამხედრო კონტროლის შესახებ აფრთხილებს და დასავლეთს მოსკოვის შესაკავებლად სამხედრო დახმარების გაძლიერებას სთხოვს.

დღის ამბები