24 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
ინფექციის ეპიცენტრში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება - ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობამ 2442-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2442-ს მიაღწია. ინფიცირებულია 77 ათასამდე მოქალაქე.

ვირუსის გამო საგანგებო რეჟიმია სამხრეთ კორეაში, სადაც ვირუსით 6 ადამიანი დაიღუპა. ფატალური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა იტალიაშიც. ქვეყანაში ვირუსის სიმპტომებით სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულებულთა რიცხვი 150-ს აღწევს. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში ორ-კვირიანი კარანტინია გამოაცხადებული. იტალიაში მცხოვრებ 50 ათასამდე ადამიანს სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქებიდან გასვლა არ შეუძლიათ.

ვირუსის საფრთხის გამო გადაიდო ვენეციის კარნავალი და სპორტული ღონისძიებები. იტალიიდან მიუნიხისკენ წასული მატარებელი ქვეყანაში არ შეუშვა ავსტრიამ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეისზე მყოფ ორ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა.

ევროკავშირის სახელმწიფოების ჯანდაცვის მინისტრები კორონავირუსის საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებენ. კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ტაივანში, ლიბანსა და ისრაელშიც.

 

 

დღის ამბები