19 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალების შემოყვანაზე დროებით უარს ამბობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავებას სთხოვს.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.

"ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა," -აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში. 

დღის ამბები