24 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
ნუცუბიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა - შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია

ავარია ნუცუბიძის ქუჩაზე - ერთმანეთს პიკაპი და ტაქსი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე მიიღეს.

თვითმხილველის ინფორმაციით,  ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარის გამო მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

დღის ამბები