25 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
"კორუფციის რისკების დაზღვევა არის პოლიტიკური თემა"- რომან კაკულია

ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში კორუფციის დამატებით რისკებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის ფორმებს აზუსტებს - კონკრეტულ შემთხვევებში ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს თანხმობა საჭირო აღარ იქნება.

ცვლილებები დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს, რაც ბიუროკრატიულად დიდ დროს არ წაიღებს.

"არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთი პიროვნების გადაწყვეტილების კეთილ ნებაზე. საკრებულო არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში განხილვა უნდა მოხდეს. ბიუროკრატიულად ეს დიდ დროს არ წაიღებს,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კი აღნიშნავს, რომ კორუფციის რისკების დაზღვევა პოლიტიკური თემაა.

"თუ ვსაუბრობთ ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირებაზე, ეს გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. კორუფციის რისკების დაზღვევა არის პოლიტიკური თემა,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

დღის ამბები