17 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
პატრიცია დელონის ახალი პოეტური კრებულისა და ნახატების გამოფენა გაიმართა

"ეს ის გოგოა" - ასეთია თბილისელი ებრაელი ხელოვანის პატრიცია დელონის ახალი პოეტური კრებულისა და ნახატების გამოფენის სახელწოდება. პრეზენტაცია აბრეშუმის ქარხნის "არტ სტუდიაში" გაიმართა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100 ერთმანეთისგან განსხვავებული ქალის პორტრეტი. ხელოვანი მათზე ორ წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა.

"ინსპირაცია იყო ის, რომ მე ჩემში ვმალავ ერთ პატარა გოგოს. მე შევიცვალე სახელი, როცა წავედი საზღვარგარეთ საცხოვრებლად და იმ გოგოს ვუფრთხილდები, ვეფერები, ცივ ნიავს არ ვაკარებ. მე ვარ პატრიცია და ის არის მარი," - განაცხადა ხელოვანმა პატრიცია დელონიმ.

დღის ამბები