ორი ადამიანი ემსხვერპლა არეულობას ჰაიტიში. პოლიციელების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს, ცეცხლი გახსნეს და ქვეყნის არმიის მთავარ შენობას დაესხნენ თავს.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი. პოლიციელები ხელისუფლებისგან ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.