18 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
"დიდ სცენას" პირველი გამარჯვებული ჰყავს - მეგაშოუს ორთვიანი მარათონი დასრულებულია

მეგაშოუს "დიდი სცენა" პირველი გამარჯვებული ჰყავს - ხალხის რჩეული ირაკლი კაპანაძე გახდა. ორთვიანი მარათონი გრანდიოზული ფინალით დასრულდა.

მესამე ადგილის მფლობელი ცოტნე გელოვანი გახდა და მუსიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოც დაიმსახურა, ხოლო მეორე ადგილი მარიამ ქაჯაიამ დაიკავა.

ფინალურ კონცერტზე თითოეულმა კონკურსანტმა ორი სიმღერა შეასრულა. ფინალისტებმა ამჯერად  სიმღერები გია ყანჩელის რეპერტუარიდან შეასრულეს. მათ კიდევ ერთხელ ჰქონდათ შანსი, დიდ სცენაზე მაყურებლის წინაშე ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმდგარიყვნენ.

გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიცია ნიკოლოზ რაჭველმა და გიორგი ცაგარელმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად თანამედროვე არანჟირებით შეასრულეს. საღამო კი ნატო მეტონიძესთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად ომა ფავორმა სიმღერით "საით მიდიხარ" გახსნა.

გია ყანჩელის რეპერტუართან ერთად ფინალისტებმა უცხოური ჰიტებიც შეასრულეს.

დიდი სცენა ახლა კონკურსანტებს ელის, სწორედ აქ ეძლევათ მუსიკოსებს შანსი, გახდნენ ხალხის რჩეული და საკუთარი შესაძლებლობები დიდ სცენაზე გამოსცადონ.

დღის ამბები