23 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
რადგან ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, შესაძლოა, მისი მხრიდან მეტი კომპრომისი იყოს საჭირო - ომბუდსმენი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას სახალხო დამცველი მოლაპარაკებების გაგრძელებას ურჩევს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პროცესში ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და შესაბამისად, კომპრომისზე წასვლაც მეტად მოეთხოვება

"მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული კონსესუსური გადაწყვეტილება. ვისგან უფრო მეტი კომპრომისული ნაბიჯი იქნება გადადგმული - ეს სხვა დისკუსიის საგანია. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, შესაძლოა, მისი მხრიდან მეტი კომპრომისი იყოს საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს, ეს კომპრომისული გადაწყვეტილება რთულად არის წარმოსადგენი," - აღნიშნავს ლომჯარია.  

უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. ხელისუფლება ოპონენტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებას თვის ბოლომდე სთავაზობს. ამ ეტაპზე ოპოზიცია კვლავ უარზეა და მთავარი მოთხოვნების - პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

დღის ამბები