26 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
თეა წულუკიანი ელჩებისგან ოპოზიციასთან შეხვედრის მორიგი თარიღის დასახელებას ელოდება

თეა წულუკიანი ელჩებისგან ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების შემდეგი შეხვედრის თარიღს ელოდება, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დიალოგთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

"ამ დიალოგის ინიციატორები იყვნენ ელჩები, ჩვენი მეგობრები. ჩვენ, მათ შორის მეც, როგორც ამ დიალოგის ერთ-ერთი მონაწილე, მათგან ველოდებით მომდევნო შეხვედრის თარიღს, იმისთვის, რომ დიალოგი ან წარმატებით დაიხუროს, ან უბრალოდ დაიხუროს, ან არ დაიხუროს და ითქვას, თუ რას ვაკეთებთ ამის შემდეგ,“ - განაცხადა წულუკიანმა.

უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. ხელისუფლება ოპონენტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებას თვის ბოლომდე სთავაზობს. ამ ეტაპზე ოპოზიცია კვლავ უარზეა და მთავარი მოთხოვნების - პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

დღის ამბები