19 აპრილი 2024,   11:28
ვრცლად
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდება

დღეს საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პოსტისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძოლებს: გოჩა სვანიძე , ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

თავდაპირველად არჩევნები 30 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა თარიღი ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის თხოვნით შეიცვალა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე იმედოვნებს, რომ ქართული რაგბი გაცილებით წარმატებული იქნება.

"დღეს წყდება რაგბის ბედი, ცვლილების დროა. ბოლო 4-მა წელმა ეს დაგვანახა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაგბი წინ წავიდეს," - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

რაგბის კავშირის იურისტი ედუარდ ნაჭყებია აცხადებს, რომ არჩევნებზე რეგისტრაცია პირველ საათზე დაიწყება.

"ვადასტურებთ, რომ სამი კანდიდატურაა. პირველ საათზე დაიწყება რეგისტრაცია. ოფიციალურად განაცხადი არ შემოუტანია არავის,"- განაცხადა ედუარდ ნაჭებიამ.

დღის ამბები