19 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
ხმაური "ანას ბაღთან" - კალაძის ინფორმაციით, მერია ბაღის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისიის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები  "ანას ბაღთან" ისევ გამოჩნდნენ, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია. 

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ვანდალური ხერხებით დაანგრიეს სკვერი.

"ჩვენ გვინდოდა რომ სკვერი გაგვეშენებინა, რომლითაც ისარგებლებდა ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა დღეს დილით შევესწარით ვანდალურ ფაქტს, რომ კომპანიის თანამშრომლები ვანდალური ხერხებით ანგრევდნენ ჩვენს აშენებულ სკვერს," - აღნიშნა ადგილობრივმა.

"ანას ბაღთან" არსებულ ვითარებას  დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, მერია "ანას ბაღის" სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ, არ გამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება "ანას ბაღის" სრული რეაბილიტაცია. ძალიან მალე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია, რაც ჰქონდა "ანას ბაღს,"  დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს," - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა მაღალსართულიანი კოსპუსის მშენებლობას, უკვე რამდენიმე თვეა აპროტესეტებს.

 

დღის ამბები