25 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
დავით ზალკალიანი ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს.  

მინისტრი სესიის გახსნას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდნენ  ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გაეროს გენერალური მდივანი, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

დავით ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე.

ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, კერძოდ: გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერესთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორთან ფრენსის გარისთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეთ ტიჩი-ფისლბერგერთან.

მინისტრი ასევე შეხვდება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ენ ლინდეს და მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა შაჰიდს.

დღის ამბები