23 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
ეს ხელისუფლება სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად დაემსგავსოს "ნაციონალურ მოძრაობას" - კობა ნარჩემაშვილი

დეპუტატების ნაწილის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს. მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ, რომლის მთავარი ფუნქციაც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია, საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა.

ივანე მაჭავარიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე "დამოუკიდებელი დეპუტატები" საუბრობენ. მათი თქმით, მინისტრმა თავი აარიდა კრიტიკულ შეკითხვებს, მათ შორის კითხვებს, რომლებიც კორუფციულ გარიგებებს და დღგ-ს ე.წ. სკანდალს უკავშირდებოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო ხელშეუხებელი მინისტრების მოსვლა პარლამენტში და ეს ხელისუფლება სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად დაემსგავსოს "ნაციონალურ მოძრაობას". ეს არის უკიდურესად სამწუხარო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი კობა ნარჩემაშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით კი, პარლამენტმა, რომელსაც 4 წლის ვადით ირჩევენ, საკუთარი თავი 2 წელიწადში ამოწურა.

"საერთოდ მინისტრების ასეთი დამოკიდებულება დეპუტატებთან მიმართებაში არ მახსოვს და თან მით უმეტეს, როდესაც მერე უმრავლესობის დეპუტატები ასეთი ინტენსივობით თავზე იყრიდნენ ნაცარს. სად წავიდა მათი მეამბოხე სულისკვეთება, მინისტრის მოადგილეებიც კი აღარ კადრულობენ მათთან საუბარს იმიტომ, რომ ხვდებიან, ცარიელი ადგილები არიან. სამწუხაროდ პარლამენტი ირჩევა ზოგადად 4 წლით, მაგრამ ამ პარლამენტმა თავისი რესურსი ამოწურა 2 წელიწადში," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები