10 აპრილი 2020,   13:22
ვრცლად
"თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება" - კახა კალაძე

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების გაგრძელებას - უმრავლესობის მიერ ოპონენტებისთვის მიცემული ვადა იწურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბოლოო პასუხი თვის ბოლომდე უნდა თქვას - არიან თუ არა მზად კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მრგვალ მაგიდასთან, ხელისუფლებასთან კონსესუსით მიიღონ. 

ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თუ ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა ვერ შედგა, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.

"განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, შესაბამისად, თუ რა შეთანხმება იქნება, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა რაღაც კონსენსუსის მიღწევა, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები