19 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
ჩეხეთში რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის სახელი დაერქმევა

ჩეხეთში რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის სახელი დაერქმევა.

გადაწყვეტილება პრაღის საქალაქო საბჭომ დედაქალაქის მცხოვრებლების მიმართვის შემდეგ მიიღო.

პეტიციას 5 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. მოედნისთვის სახელის გადარქმევის ოფიციალური ცერემონია 27 თებერვალს გაიმართება.

რუსეთის  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი მოსკოვში, კრემლის წინ, 2015 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.

დღის ამბები