25 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
როგორი იქნება მოლაპარაკებების ბედი - ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის შეთავაზების ვადა 5 დღეში იწურება

ჩაშლილი დიალოგის ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნებისთვის მაინც ემზადებიან. ნებისმიერი სისტემით ხელისუფლებას მარცხს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა დღის წესრიგიდან არ ხსნიან მოთხოვნას პროპორციულ ან მასთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე. 4 აპრილის აქციაზე ოპოზიცია, სავარაუდოდ, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს დაასახელებს.

უცნობი რჩება თავად მოლაპარაკებების ბედი. ოფიციალურად მაგიდაზე ოპოზიციის "გერმანული მოდელი" და "ოცნების" "100-50-ზე" პრინციპი დევს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილში ისმის ვერსია "130 - 20-ის" შესახებაც, არსებობენ "115-35-ის" მომხრე პოლიტიკოსებიც. ვერსიებთან ერთად განსხვავდება მიდგომებიც, რადგან პარტიათა ნაწილს "ოცნებასთან" ინდივიდუალურ შეხვედრაზე კატეგორიული უარი არ უთქვამს, მაგალითად, "გირჩს."

დიალოგის მაგიდასთან მიბრუნების პირობებზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიცია. ისინი მმართველ გუნდს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და საარჩევნო სისტემის საკითხზე დათმობისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიცია დიალოგის მაგიდას უნდა მიუბრუნდეს - ასეთია მმართველი გუნდის მოწოდება ოპონენტების მიმართ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცალკე თუ ერთად, პარტიებთან მოლაპარაკებების მომხრეები არიან.

დეკემბრის შემდეგ ჩიხში შესული დიალოგი დღეს სახალხო დამცველმაც ახსენა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შენარჩუნების გზად დათმობა დაასახელა.

საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა თეორიულად ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა პოლარიზებული მიდგომების ფონზე ამის ალბათობა სულ უფრო იკლებს. კონკრეტული კონტურების გამოსაკვეთად კი დრო მარტის პირველ კვირამდე რჩება. 

დღის ამბები