25 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
იტალიიდან დაბრუნებული 20 წლის გოგო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება

აეროპორტიდან გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი კვლავ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. პაციენტი დაკვირვებას კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში აგრძელებს და მას სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი ემსახურება.

20 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ მაღალი ტემპერატურით მიიყვანეს. ის საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა. მას კორონავირუსზე ტესტი ჯერ არ ჩაუტარებია. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გარდა ტემპერატურისა და ერთეული ხველისა, რაიმე კლინიკური გამოვლინება ჯერჯერობით არ არის. პაციენტი რჩება ჩვენთან მკურნალობის, დაკვირვებისა და გამოკვლევის მიზნით," - განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.

საქართველოს მოქალაქე გუშინ იტალიიდან დაბრუნდა. ის კლინიკაში ქუთაისის აეროპორტიდან გადაიყვანეს.

დღის ამბები