20 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
ხანძარი თელავში - დამწვარია სოფელ ფშავლის ტყის მასივი

ხანძარი კახეთში - სალიკვიდაციო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა. დამწვარია სოფელ ფშავლის ტყის მასივი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1 ჰექტრამდე ტერიტორია.

თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს მოეკიდა, შემდეგ კი ტყეზე გადავიდა.

"ხანძრის შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. თავდაპირველად მოეკიდა ხმელ ბალახს, შემდეგ გადავიდა ტყეზე, მოვიდნენ მეხანძრე-მაშველები დროულად, დაიწყეს ჩაქრობა. ამჟამად ლოკალიზებულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს," - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ვალერი აბრამიშვილმა.

დღის ამბები